შემოგვიერთდით
CONVERTOR
ვალუტის კურსი
3.2721
0.0461
2.9663
ამინდის პროგნოზი
ჩვენ შესახებ

„Millennium Shop“ დაფუძნდა 2012  წლის მაისში.  მის საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით, სახარჯი მასალებითა და აქსესუარებით ვაჭრობა.

2013 წლის 1 ოქტომბრიდან Millennium Shop -მა დაიწყო ელექტრონული ვაჭრობის სისტემის დანერგვა.

ჩვენი საიტი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრსა და კომფორტულ საძიებო სისტემას. მომხმარებელს საშუალება ექნება გაეცნოს სიახლეებს, შეადაროს ერთმანეთს ფუნქციონალურად მსგავსი პროდუქტები, დაადგინოს პროდუქტების ტექნიკური თავსებადობა. ასევე, ისარგებლოს ჩვენი ონლაინ კონსულტაციით.

მომხმარებელი ისარგებლებს ქულების დაგროვების სისტემით. დაგროვილი ქულებით შესაძლებელია პროდუქტის შეძენა. ქულების დაგროვება იწყება მომხმარებლის რეგიტრაციისთანავე. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს ქულები ერიცხება მეგობრების მოწვევისას, ბალანსის შევსებისას და პროდუქტის შეძენისას.

მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს პროდუქტი როგორც ქულებით, ასევე ბალანსის შევსების და პლასტიკური ბარათით გადახდის გზით.

საიტზე მოქმედებს ფასდაკლების სისტემა სხვადასხვა სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის, მაგალითად, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და ა.შ. მომხმარებელი „სტატუს“-ს უთითებს თავის პროფილში. ამის შემდეგ ჩვენი საიტი მომხმარებელს საქონლის ფასს სთავაზობს მისი სტატუსისთვის გათვალისწინებული ფასდაკლებით.

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტის მითითებულ მისამართზე მიტანის სერვისს.

სადღესასწაულო დღეებში საიტზე განთავსდება სხვადასხვა აქციები.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა მომხმარებლისთვის იქნება საინტერესო და კომფორტული.

© Moffice.ge - ყველა უფლება დაცულია
Created By Studio Lemon