შემოგვიერთდით
CONVERTOR
ვალუტის კურსი
3.2721
0.0461
2.9663
ამინდის პროგნოზი
შეძენის წესები

Ø  პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

Ø  მას შემდეგ, რაც მომხმარებელი კალათაში გადაიტანს (დაამატებს) ერთი ან რამდენიმე მისთვის სასურველ პროდუქტს, მას უკვე შეუძლია გადავიდეს კალათის ფანჯარაში.

Ø  კალათის ფანჯარაში მომხმარებელს შეუძლია:

·         მოახდინოს არჩეული პროდუქტების კორექტირება - წაშალოს არასასურველი  პროდუქტი ან შეცვალოს სასურველი პროდუქტის რაოდენობა;

·         მიუთოთოს სურს თუ არა ისარგებლოს „ადგილზე მიტანის“ სერვისით;

·         ღილაკზე „გადათვლა“  დაჭერით მიიღოს არჩეული პროდუქტებისა და სერვისის ჯამური ღირებულება.

Ø  მომხმარებელი გადახდას ახორციელებს კალათის ფანჯრიდან ღილაკზე „ყიდვა" დაჭერით. დიალოგურ რეჟიმში მომხმარებელი ირჩევს გადახდის წესს: ქულებით, არსებული ბალანსით ან პლასტიკური ბარათით.

·         მომხმარებელი ქულებით გადახდას შესძლებს, თუ მას დაგროვილი აქვს საკმარისი ქულა.  ქულების დაგროვების წესები იხილეთ  „ქულების სისტემაში“.

·         მომხმარებელი არსებული ბალანსით გადახდას შესძლებს, თუ მის ბალანსზე არის საკმარისი თანხა.  ბალანსის შევსება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვის გზით. ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:

           შპს Millennium Shop, ს/ნ 404422433

           სს ბანკი რესპუბლიკა REPLGE22,

           ა/ა GE03BR0000010754862755

საბანკო გადარიცხვისას მომხმარებელმა გადარიცხვის დანიშნულებაში უნდა მიუთითოს: „ბალანსის შევსება“ და   პიროვნების სახელი-გვარი, ვისი ბალანსის შევსებაც ხდება.  ბალანსის შევსების შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს ჩვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე. შეტყობინება გაიგზავნება ელექტრონული ფოსტითა და სმს-ით (პროფილში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე).

·         პლასტიკური ბარათით გადახდისას შესყიდვა ხორციელდება მომენტალურად.

Ø  მომხმარებელს შეძენილი საქონელი მიეწოდება გადახდიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.   მიწოდების პირობებები და ზუსტი ვადები მომხმარებელს დამატებით ეცნობება ელექტრონული ფოსტითა  და სმს-ით.

Ø  „სტატუსის“ მქონე ფიზიკური პირებმა, რომლებიც სარგებლობენ ფასდაკლებით,  საქონლის გადაცემისას უნდა წარმოადგინონ მათი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

 

© Moffice.ge - ყველა უფლება დაცულია
Created By Studio Lemon